კრიმინალი

თბილისში მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

flickr

თბილისში, საბურთალოზე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას 7 ტყვია საკუთარ სახლში ესროლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი, 108-ე და 236-ე მუხლით, დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანანო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები