ხვალ, 21 მარტს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, პეტრე იბერის, ფანასკერტელ-ციციშვილის და ბახტრიონის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ლისის (ნაწილობრივ) და ანტონოვსკაიას ქუჩის მაცხოვრებლებს.
12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას V კვარტლის, მინდელის და ანა პოლიტკოვსკაიას მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველო დასახლების და მოსკოვის გამზირის მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პოლიციის, ენუქიძის და ჭიჭინაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
13 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების და რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ლუბლიანას, აკაკი ბელიაშვილის, ახმეტელის, მიხეილ ჭიაურელის და ჩაჩავას ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავჭალა-1 (სამხედრო დასახლების) და ლერი ლაგურაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ხევძმარის, სარაჯიშვილის, შეშელიძის, იპოლიტოვ-ივანოვის, ქერჩის, ხიზამბარელის და გმირ კურსანტთა ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 13:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის II მიკრორაიონის, ბიჭვინთის, რევოლუციის და მანაგაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის, ყვარლის, უშაკოვის, მთისძირის, ამირეჯიბის, ტვიშის, თელავის, წინანდლის, გუთნის, ხახანაშვილის, ახმეტის, ნიორაძის, ქურხულის, კვეზერელის, მუკუზნის და ივერიელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, რატევანის, მუხრანის, ნაგომარის, გარეჯელის, ხორნაბუჯის, გლინკას, ჩარგლის, ლიახვის, ჟინვალის, შენგელაიას, ზიგზაგის, ბოგვის, ერწოს, ხევისუბნის, ქვიშხეთის, სანზონის, გუდამაყრის, თიანეთის, ტიბაანის და ფეიქართა ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, ავშნის, ჟღენტის, ირემაშვილის, ხვანჭკარის, ტყიბულის, საჩხერის, ჩარგლის და მაღალაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





