სასამართლომ ყაჩაღობაში ბრალდებულს 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გამოძიების ინფორმაციით, მსჯავრდებულმა ზუგდიდში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდო დააყაჩაღა.
"სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 16 მარტს, ზ.ფ. მივიდა ქ.ზუგდიდში მდებარემიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდო“-ში და თანამშრომლების მიმართ იარაღის დემონსტრირებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარითდაეუფლა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდო“-ს კუთვნილ თანხას - 5055 ლარის ოდენობით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.2018 წლის 25 იანვარს ზ.ფ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა) წარედგინა." - წერია პროკურატურის განცხადებაში.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ზ.ფ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და საბოლოოდ სასჯელის სახედ დაზომად 5 წლით, 4 თვის და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.





