არჩილ ტატუნაშვილი საქმე

ხაინდრავა: საცვლებიდან არ უნდა ამოვხტეთ - ვერ ვაბრუნებთ ტატუნაშვილის ცხედარს

ვერ ვაბრუნებთ ამ ცხედარს, ამერიკის შეერთებული შტატებიც ვერ აბრუნებს ამ ცხედარს და მთელი მსოფლიოც ვერ აბრუნებს, მიუხედავად იმისა, რომ არ დარჩა ინსტიტუცია, რომელმაც არ მოუწოდა რუსეთს. რა თქმა უნდა, ჩვენ მათთან ურთიერთობები არ უნდა გავამწვავოთ, ურთიერთობები შეძლებისდაგვარად უნდა დავალაგოთ, მაგრამ ჩვენ არ უნდა ვეცადოთ ავხტეთ საკუთარ თავზე მაღლა და როგორც წესი, არ უნდა ამოვხტეთ საცვლებიდან. იმ დროს, როდესაც მშვიდად და წყნარად შეიძლება საკითხების დაყენება. ასე იყო გაკეთებული კვირიკაშვილის წერილში.

არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით ამბობს გოგა ხაინდრავა.

კომენტარები