ავიაცია

ივანიშვილის კომპანიის ევროკოპტერი სტეფანწმინდაში, 2700 მეტრზე დაფრენისას დაზიანდა

wikimedia

დღეს, 19 მარტს, ბიძინა ივანიშვილის ქართუ ჯგუფის კუთვნილი ავიაკომპანია "ავიასერვისის" ვერტმფრენი Eurocopter AS 350, რომელიც ასრულებდა ფრენებს სტეფანწმინდის რაიონის ართმხოს ხეობაში, 2700 მეტრ სიმაღლეზე დაფრენისას, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზების გამო დაზიანდა. ვერტმფრენის მფრინავი და ბორტზე მყოფი მგზავრები არ დაშავებულან.

ვერტმფრენი 2011 წელს იყო გამოშვებულ. დაზიანების მასშტატები ამ დროისთვის უცნობია.

ეკონომიკის სამინისტროს იფნრომაციით, მომხდარ საავიაციო შემთხვევას უკვე სწავლობს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურო.

ამ წუთებში გუდაურიდან ართმხოს ხეობაში მიემგზავრება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, რომელიც ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს რეესტრის მონაცემებით, ავიასერვისს ხუთი Mi 8, ორი Mi 17, ერთი Eurocopter AS350 და ერთი Eurocopter EC145 ეკუთვნის.

ავიასერვისმა საზოგადოების ყურადღება ბორჯომის ხანძრის დროს მიიპყრო, მაშინ აღმოჩნდა, რომ ექსპრემიერის კუთვნილ ავიაკომპანიას ვერტმფრენები აფრიკასა და ავღანეთში NATO-ს სამშვიდობო მისიისთვის ჰყავს მიქირავებული. საუბარია Mi 8 ტიპის ვერტმფრენზე.

ავიასერვისის კუთვნილი Mi 8

ავიასერვისის კუთვნილი Mi 8
ფოტო: http://aviaservice.biz

ავიასერვისის Eurocopter AS 145


ფოტო: http://aviaservice.biz

 

კომენტარები