ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა

ყოფილ ცოლზე ძალადობაში ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

usnews.com

ხაშურის რაიონულმა სასამართლომ ოჯახში ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ლ.თ. მანამდეც იყო ოჯაში ძალადობისთვის ნასამართლევი.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა ლ.თ.-მ 2017 წლის 28 ივლისს ქ.ხაშურში, ყოფილ მეუღლეზე - ს.მ.-ზე იძალადა, რა დროსაც სახისა და სხეულის არეში ხელის მრავალჯერადი დარტყმებით, ასევე ყელში მოჭერით ფიზიკური ტკივილი მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ლ.თ. იმავე დღეს ქ.ხაშურში დააკავეს", - აცხადებენ პროკურატურაში.

მათივე ინფორმაციით, მოძალადეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126¹-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა, რომელიც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არაერთგზის ჩადენილ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ  ხაშურის რაიონულმა სასამართლომსრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებული ლ.თ. წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. ლ.თ.-ს სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები