გუგული მაღრაძე

მაღრაძე: მნიშვნელოვანია ჟურნალისტების სავალდებულო ტრენინგები მეტყველებაში

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებმა რაღაცა, წელიწადში ერთხელ თუ რაღაც, გაიარონ ხოლმე სპეციალურად ტრენინგები [მეტყველებაში], სავალდებულო ტრენინგები. იმიტომ, რომ ყველაზე მეტი, ასე ვთქვათ, გავლენა არი ჟურნალისტებიდან და მასწავლებლებისგან. ასევე, მასწავლებლები, მართალია ბევრი დავალებები აქვთ, მაგრამ მასწავლებელი, ჩვეულებრივად, არ მეტყველებს ხოლმე სწორი ქართულით, ამიტომ, ეს თავისთავად გადაეცემა მოსწავლეებს და მოსწავლეებიც მერე ვერ მეტყველებენ სწორი ქართულით. ვერც ჩვენ ვმეტყველებთ სწორი, გამართული ქართულით ასე ვთქვათ, ამიტომ, ჩვენთვისაც არ იქნება ცუდი, ვისაც უწევს ხშირად გამოსვლა საჯარო სივრცეში, მართლაც გვქონდეს ეს იგივე 3000 სიტყვაა თუ სხვა. ახლა, უცებ ვერ გამოვასწორებთ, მაგრამ თანდათანობით იქნება ეს შესაძლებელი. აი, რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ თქვენ, რომ სავალდებულო ტრენინგები ჟურნალისტებისთვის, რომ აი სერტიფიკატი ჰქონდეს ვთქვათ აღებული, რომ გაეცნო, ისწავლა რაღაც და სისტემატურად, მეტ-ნაკლებად და მასწავლებლებისთვის ასევე. ყველა საგნის მასწავლებლებისთვის, ეს არ ეხება მარტო ქართულის მასწავლებელს, რომ თანდათანობით დავამკვიდროთ, ახლა ეს უცებ არ მოხდება, ერთ წელიწადში, ორ წელიწადში, მაგრამ დავამკვიდროთ ასე ვთქვათ სწორი, გამართული ქართულით მეტყველება. [სტილი დაცულია].

[სტილი დაცულია] პარლამენტის წევრმა "ქართული ოცნებიდან" ეს განცხადება განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელ გიორგი ალიბეგაშვილს უსმენენ.

კომენტარები