არჩილ ტატუნაშვილის საქმე

კობახიძე: ჩვენი მოლოდინია, რომ იქნება კონსტრუქციული მიდგომა და ცხედარს გადმოსცემენ

ჩვენი მოლოდინია, რომ მიდგომა იქნება კონსტრუქციული. პასუხისმგებლობა ეკისრება, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე რუსულ მხარეს,იმიტომ, რომ რუსეთი არის სახელმწიფო, რომელიც სრულ კონტროლს ახორციელებს როგორც ცხინვალის რეგიონში, ასევე, აფხაზეთში.შესაბამისად, მთლიანად პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით ეკისრება რუსულ მხარეს, რომელიც არის, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სრული კონტროლის განმახორციელებელი მხარე. შესაბამისად, ჩვენი მოლოდინია აქ, რომ იქნება კონსტრუქციული მიდგომა და ამ კონსტრუქციული მიდგომის საფუძველზე უნდა გადაიჭრას ეს საკითხი. მე დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ უახლოეს დღეებში მოხდება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა ოჯახისათვის.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების შესახებ.

კომენტარები