არჩილ ტატუნაშვილის საქმე

მეუფე შიო: შეშფოთებულები ვართ, რომ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება ასე გაჭიანურდა

პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო დღეს წილკანში არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში იმყოფებოდა. მეუფესთან ერთად წილკანში მისასამძიმრებლად სხვა სასულიერო პირებიც იმყოფებოდნენ. მეუფე შიოს თქმით, რუსეთის საპატრიარქოსთან წერილის შემდეგ კომუნიკაცია არ ჰქონიათ. 

"ვართ ძალიან შეშფოთებულები, რომ ცხედრის გადმოსვენება ამდენი ხანი გაჭიანურდა და ოჯახს არ ეძლევა საშუალება ქრისტიანულად დაკრძალოს შვილი და ეს რა თქმა უნდა, ტრაგედია არის. ჩვენ რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვიხსენებთ იმას თუ რა არის უდიდესი ჭრილობა და იარა ჩვენი სახელმწიფოსთვის, რაც არის ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი. რუსეთის საპატრიქრქოსთან წერილის მიღების შემდეგ არ გვქონია კომუნიკაცია, ითქვა, რომ უახლოეს დროს მოხდება დაბრუნება, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ ხერხდება." - ამბობს მეუფე შიო. 

ახალგორიდან დევნილი, სოფელ წილკანში მცხოვრები არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს. მომდევნო დღეს ტატუნაშვილი ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. სუს-ის ცნობით, მას ცხინვალის საპატიმროში გადაყვანისას სცემეს. საქართველოს სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ ტატუნაშვილი ციხეში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს. 

რაც შეეხება ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს, ისინი ცხინვალის ე.წ ციხიდან გათავისუფლებულების შემდეგ, გუშნდელ დღემდე საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ. 

ამ დრომდე ვერ ხერხდება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება. 

კომენტარები