სუმო

ტოჩინოშინი გაზაფხულის ბაშოზე მეორე ბრძოლაში დამარცხდა

MISELET Plus

ლევან გორგოძე ჰარუ ბაშოზე მეორე ბრძოლაში მონღოლ სუმოისტთან, ტამავაშისთან დამარცხდა. 

ქართველმა სუმოისტმა გაზაფხულის ბაშოზე პირველი ბრძოლა გამარჯვებით დაასრულა - გუშინ მან იაპონელი ტაკარაფუჯი დაამარცხა. ახლა მის ბალანსზე 1 გამარჯვება და 1 დამარცხებაა. 

ჰარუ ბაშოზე თითოეული სუმოისტი 15 ბრძოლას ჩაატარებს. ჩემპიონობისთვის ტოჩინოშინს ყველაზე მეტი გამარჯვების შეგროვება დასჭირდება.

გაზაფხულის ჩემპიონატი 11 მარტს დაიწყო და 25 მარტს დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ ლევან გორგაძე ტრავმით ჭიდაობს. რამდენიმე დღის წინ ვარჯიშზე მას ბარძაყის კუნთი გაუწყდა. 

ჰარუ ბაშოზე მონაწილეობს კიდევ ერთი ქართველი სუმოისტი, თეიმურაზ ჯუღელი, იგივე გაგამარუ. თუმცა, ტოჩინოშინისგან განსხვავებით, ის მეორე დივიზიონში ასპარეზობს. გუშინ გაგამარუმ იაპონელი ჩიონოო დაამარცხა, დღეს კი თავად დამარცხდა მონღოლ ტერუნოფუჯისთან

ქართველმა სუმოისტმა, ტოჩინოშინმა ზამთრის შეჯიბრი, ჰაცუ ბაშო იანვარში მოიგო. მან 15 ბრძოლიდან 14-ში გაიმარჯვა და იმპერატორის თასის მფლობელი მესამე ევროპელი გახდა. 

ჰაცუ ბაშოს შემდეგ ტოჩინოშინმა კიდევ ერთი ტურნირი მოიგო. ლევან გორგაძემ ტელეკომპანია ფუჯი TV-ის ერთდღიან ჩემპიონატზე გაიმარჯვა.  ერთ-ერთი, ვინც მან დაამარცხა, ყველაზე მაღალი რანგის სუმოისტი, იოკოძუნა - ჰაკუჰო იყო. მთლიანობაში ტოჩინოშინმა 5 ბრძოლა ჩაატარა და ყველაში გაიმარჯვა.

კომენტარები