აზიური ფაროსანა

დავითაშვილი: ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ აზიურ ფაროსანას - ეს არის ჩვენი ამოცანა

სახელმწიფო სტრატეგიის მიზანია, მოხდეს აზიური ფაროსანას მართვა, მისი პოპულაციის შემცირება და სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანებისა და მიყენებული ზარალის მინიმუმამდე დაყვანა. 2018 წელს ჩვენი სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს 4 ძირითად მიმართულებას. აზიური ფაროსანას რიცხოვნობის მინიმალურ ზღვრამდე დაყვანა და კონტროლი მიღწევადია მხოლოდ სახელმწიფოს, ფერმერების და მთლიანად საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით. პირველი ამოცანა ჩვენი სტრატეგიის არის ის, რომ ჩვენ მინიმუმამდე შევამციროთ ეკონომიკური ზარალი, მოვახდინოთ კონტროლი და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა არ იყოს წამგებიანი. ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ აზიურ ფაროსანას - ეს არის ჩვენი ამოცანა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აზიურ ფაროსანაზე.

კომენტარები