9 მარტს თბილისის ზოგიერთ რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

newcastle.gov.za

9 მარტს თბილისის ზოგიერთ რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. თელასის ინფორმაციით, მიზეზი ქსელზე ახალი აბონენტების დაერთებაა. 

ნაძალადევის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახიანის, ინწკირველის, წაღვერის, ქებურიას, ურიდიას, კისისხევის, ძმობის, წრომის, ბიჩინაშვილის, კელაპტრიშვილის, მესხის, ჩხიკვაძის, სტურუას, მიქატაძის, ინანიშვილის, ასათიანის და მახალდიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ),  ქსნის, არბოს, ქვიშხეთის და ვარდისუბნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩაჩავას, ლუბლიანას და ჭიაურელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ნოზაძის, ხიზანიშვილის, გობრონიძის, ბოჭორიშვილის და მოსულიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომენტარები