რუსეთი

სირიაში ავიაკატასტროფას 1989 წლის 9 აპრილს რუსული ქვედანაყოფის უფროსიც ემსხვერპლა

TASS

გუშინ სირიაში რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგაც 39 ადამიანი დაიღუპა. რუსეთის მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათ შორის იყო ვლადიმირ ერემეევი, რუსი გენერალ-მაიორი, რომელიც 1988-1991 წლებში ხელმძღვანელობდა ქვედანაყოფს, რომელიც "საქართველოში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენაში მონაწილეობდა."

გუშინ ჰმეიმიმის აეროდრომთან Ан-26 ტიპის თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკიდან 500 მეტრში სავარაუდოდ ტექნიკური გაუმართაობის გამო ჩამოვარდა.

რუსულ ავიაციას მსგავსი მსხვილი ინციდენტი 3 თებერვალსაც შეემთხვა - მაშინ იდლიბის პროვინციაში Су-25 ჩამოვარდა. დაიღუპა პილოტი. 

კომენტარები