თბილისის ქუჩები, რომლებსაც 7 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

newcastle.gov.za

7 მარტს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს.

გლდანის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, დავით სარაჯიშვილის გამზირის, გლდანისკენ მიმავალი მაგისტრალის, იპოლიტოვ-ივანოვის, ზარზმის, წყალსადენის, რომან ჭელიძის, ხევძმარის, შეშელიძის, ომარ ხიზანიშვილის, მახვილაძის და თემქის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის და ჟღენტის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, გიორგი ნიკოლაძის, გულუას და ორთაჭალის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გია რომელაშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის და გვაზაურის ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი

13 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ოქროყანის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები