მე მახსენდება, როდესაც მახსენდება, როდესაც მოხდა გამორჩევა მეუფე შიოსი, რამდენიმე კვირის შემდეგ გვქონდა ჩვენ მასთან შეხვედრა და როდესაც მივულოცეთ მას და მძიმე ჯვრის და პასუხისმგებლობის შესახებ ვუთხარით, მან თქვა ასეთი რამ, რომ "ძალზე ძნელია, მე გაოგნებული ვარ, დღესაც არ მჯერა ეს ყოველივე, რაც ჩემს თავს ხდება. ილოცეთ ჩემთვის, რომ გონზე მოვიდე. მე ვთხოვე პატრიარქს, რომ აერიდებინა ჩემთვის ეს დიდი პასუხისმგებლობა და ეს მძიმე ჯვარი." მე კომენტარს მის სიტყვებს არ გავუკეთებ, მაგრამ ამასთან ერთად, ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ აღარ ჩანან ზოგიერთი ის მღვდელმთავარნი, რომელნიც ადრე სამების საკათედრო ტაძარში მუდმივად იმყოფებოდნენ ან საპატრიარქოში. და თუ ჩანან, მე მახსენდება, აი, ამ დღევანდელი ქადაგების სიტყვები იმიტომ, რომ რაღაც დაინახონ, შეამჩნიონ და შემდეგ ვაშინგტონიდან, კაპიტოლიუმის ბორცვიდან ან კიდევ ტელეარხ რუსთავი 2-დან ილაპარაკონ, თუ როგორი მონსტრები არიან საპატრიარქოში და როგორი უმანკონი არიან ისინი
tbl.ge/2tfc
დაკოპირდა

ნაწყვეტი დეკანოზ დავით ისაკაძის 4 მარტის ქადაგებიდან, სადაც ის მოსაყდრე შიოზე და ბოდბელ ეპისკოპოს იაკობზე საუბრობს
ამავე თემაზე
- საპატრიარქო მიტროპოლიტ ანდრიასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცნობებს ეხმაურება
- TV პირველი და ფორმულა მომდევნო საეკლესიო დღესასწაულებზე აკრედიტაციას ვერ მიიღებენ
- სამების გუნდი სიქსტეს კაპელაში კონცერტს გამართავს, იგალობებს პაპის წირვის შემდეგაც
- საპატრიარქო: მეუფე სტეფანე საავადმყოფოში მკურნალობს, მისი მდგომარეობა სტაბილურია
- მეუფე სტეფანე უგონოდ იპოვეს საკუთარ კელიაში, ახლა კლინიკაშია – მსოფლიო საეკლესიო სიახლენი




