იტალია

იტალიის ყოფილმა პრემიერმინისტრმა დემოკრატიული პარტიის ლიდერის პოსტი დატოვა

მატეო რენცი
Getty

იტალიის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, მატეო რენციმ საპარლამენტო არჩევნებში დემოკრატიული პერტიის დამარცხების შემდეგ პარტიის ლიდერის პოსტი დატოვა.

"ნათელია, რომ დემოკრატიული პარტიის მმართველობა უნდა დავტოვო" თქვა 43 წლის რენციმ. ის იტალიის პრემიერმინისტრის პოსტს 2014-2016 წლებში იკავებდა და თანამდებობა რეფერენდუმზე მის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო რეფორმების ჩავარდნის შემდეგ დატოვა.

"ჩვენ ვიქნებით ოპოზიციაში. დემოკრატიული პარტია არასოდეს გახდება სისტემის მოწინააღმდეგე ძალების ფრონტი." თქვა მან და განმარტა, რომ დემოკრატიულ პარტიას "5 ვარსკვლავის მოძრაობისაგან" სამი რამ ასხვავებს: "მათი ანტი-ევროპულობა, მათი ანტი-პოლიტიკა და მათი სიძულვილი, რომელიც დემოკრატიული პარტიის წევრებისაკენ მიმართეს."

შეგახსენებთ, რომ იტალიაში საპარლამენტო არჩევნები 4 მარტს ჩატარდა. წინასწარი შედეგებით რენცის პარტიამ ხმათა 19% მიიღო. მას მემარჯვენე ცენტრისტული კოალიცია (35,7%) და "5 ვარსკვლავის მოძრაობა" (32,6%) უსწრებენ. იქიდან გამომდინარე, რომ ვერც ერთმა პარტიამ უმრავლესობა ვერ მოიპოვა, მათ მთავრობის შესქმნელად კოალიციაზე შეთანხმება დასჭირდებათ.

წინასაარჩევნო პერიოდის შესახებ მეტი შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

კომენტარები