ვიზალიბერალიზაცია

კვირიკაშვილი: ჩვენი მოქალაქეები სხვადასხვა გვარით შედიან EU-ში და ჩადიან დანაშაულს

ტაბულა

"ჩვენი თანამოქალაქეები სხვადახვა გვარით ახდენენ ევროკავშირში შესვლას და სამწუხაროდ, ჩადიან დანაშაულს", - მთავრობის სხდომაზე განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერმინისტრის განცხადებით, გვარის შეცვლის პროცედურის გამკაცრება ამ პრობლემას მოაგვარებს.

"ჩვენ ვართულებთ გვარის შეცვლის პროცედურას. ეს შეთანხმებულია ევროკავშირთან, წევრ ქვეყნებთან და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი თანამოქალაქეები ამას გაგებით მოეკიდებიან. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა თავიდან ავიცილოთ უვიზო მიმოსვლის შეჩერების რისკი და ეს არ არის ერთადერთი ნაბიჯი ამ მიმართულებით,"- განაცხადა კვირიკაშვილმა.

დღესვე გაირკვა, რომ იმ პირებს, რომლებმაც გერმანიაში თავშესაფარი მოითხოვეს და უარი მიიღეს გერმანია შენგენის ზონაში შესვლას აუკრძალავს.

"ვიზალიბერალიზაციამდე პერიოდთან შედარებით თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი სამჯერ გაიზარდა. მხოლოდ იანვარში შვიდასზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფარი გერმანიაში. მათგან თითქმის 100%-მა მიიღო უარი. მსგავსი სიტუაცია შეინიშნება ასევე ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებში.

გერმანიაში არალეგალურად მყოფ პირთა და თავშესაფრის დაუსაბუთებელ მთხოვნელთა რიცხვის საგრძნობი მატება იწვევს გერმანიის ფედერალური მთავრობის დიდ შეშფოთებას, ამიტომ მისი აზრით, აუცილებელია სწრაფი და ქმედითი რეაგირება", - წერია გერმანიის საელჩოს განცხადებაში.

გვარის შეცვლის მოქმედი წესები, რა გვარის მიღებაა ახლა შესაძლებელი:

  • პირს შეუძლია მიიღოს პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარი;
  • პირს შეუძლია მშობელთა შეერთებული გვარი;
  • ფაქტობრივი აღმზრდელის გვარი;
  • მშვილებლის გვარი;
  • მეუღლის გვარი;
  • სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ თქვენთვის მონიჭებული გვარი.
  • საკუთარი და მეუღლის გვარების გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი.
  • დაიბრუნოს ქორწინებამდელი გვარი.
  • ასევე, დაინტერესებულ პირს შეუძლია:
  • აღიდგინოს ისტორიული გვარი;
  • მოახდინოს მისი გვარის კანონიერად აღიარება;

 გვარის და სახელის შეცვლის მიუხედავად, მოქალაქის პირადი ნომერი უცვლელი რჩება.

კომენტარები