ვიზალიბერალიზაცია

კასტანერი: თუ არ ვიმუშავეთ ამაზე, შეიძლება ხვალ შეგეზღუდოთ თავისუფალი წვდომა ევროპასთან

დღეს არის ძალიან დიდი ზრდა თავშესაფრის მომთხოვნთა, ასევე ჯანდაცვის სფეროში ძალიან დიდი მოთხოვნაა მომსახურებაზე. 2017 წლიდან ძალიან შესამჩნევი გახდა თავშესაფრის მომთხოვნთა რაოდენობის ზრდა, ერიტრეადან და სუდანიდან ძალიან დიდი რაოდენობით გვყავს თავშესაფრის მთხოვნელები. ერთგვარად შეურაცხმყოფელია საქართველოსთვისაც ასეთი ნაკადი თავშესაფრის მომთხოვნთა, ამიტომ, როგორიც არ უნდა იყოს წარმომავლობის ქვეყანა, ყოველი კონკრეტული შემთხვევა განხილული უნდა იყოს ცალკე, როგორ შეიძლება, რომ თითოეულმა ადამიანმა თავისი ინტერესების მოთხოვნით გამოიყენოს თავშესაფრის მოთხოვნის ზოგადი პრინციპი.

ამ საკითხებზე მიდის მსჯელობა საქართველოს პარლამენტშიც, ძალიან მნიშვნელოვანია ეს საკითხი და წვდომა შენგენის სივრცესთან, თუ არ ვიმუშავეთ ამაზე, შეიძლება ხვალ საქართველოსაც შეეზღუდოს თავისუფალი წვდომა ევროპასთან, ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ძალიან ღრმა თანამშრომლობა ამ საკითხებზე

საფრანგეთის შს მინისტრი კრისტოფ კასტანერი გიორგი გახარიასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს და საფრანგეთის შს მინისტრებმა ხელი მოაწერეს ადმინისტრაციულ შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს "ორ ქვეყანას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას". ასევე, მინისტრები შეთანხმდნენ, რომ მიმდინარე საკითხების განსახილველად, თვეში ერთხელ, მათ შორის სატელეფონო საუბარი შედგება.

კომენტარები