Rustavi 2 თქვენი სატელეფონო ზარის შემდეგ დავინტერესდი, ვინ არიან წარდგენილები საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატებად. ნამდვილად არ ვიყავი ჩართული ამ პროცესებში, რადგან კომუნიკაციების ეროვნული კომისია არ მონაწილეობს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის არჩევის სამართლებრივ პროცედურებში, რაც გითხარით კიდეც სატელეფონო კომენტარში. თუმცა, კომუნიკაციების ეროვნული კომისია ერთადერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუციაა, რომელიც ქვეყანაში მედიაპოლიტიკის ძირითად პრინციპებს განსაზღვრავს. სიის ნახვის შემდეგ, გადავწყვიტე, რომ აღარ დავტოვო ეს საკითხი უყურადღებოდ და მეტად აქტიურად ჩავერთო საზოგადოებრივი მაუწყებლის საკითხებში. მათ შორის, გავუზიარო ჩემი მოსაზრებები კანდიდატების შესაბამისობის შესახებ, საზოგადოებას და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს.
საზოგადოებრივი მაუწყებელი
ბექაური: გადავწყვიტე, მეტად აქტიურად ჩავერთო საზოგადოებრივი მაუწყებლის საკითხებში
tbl.ge/2tdn
დაკოპირდა

წერს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური Facebook-ში. ევროპული საქართველოს წევრის თაკო კაკაბაძის ინფორმაციით, თბილისის ერთერთ კაფეში, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე, მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსი მაია ბიგვავა, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური და საქართველოს გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ხელისუფლებასთან დაახლოებული კომენტატორის ზაზა შათირიშვილის გაყვანაზე მსჯელობდნენ.
ამავე თემაზე
- მთავარ სერვერზე, სავარაუდოდ, განხორციელდა კიბერშეტევა - საზოგადოებრივი მაუწყებელი
- საზმაუდან ათავისუფლებენ რეჟისორს, რომელიც პოლიტიკურ წნეხზე საუბრობდა - საზმაუს მცველები
- 1 იანვრიდან საზმაუს დირექტორის ხელფასი (ხელზე ასაღები) 15 000 ლარი იქნება
- საზმაუ რუბრიკის "ადამიანები ისტორიიდან" წამყვანმა, დიმიტრი სილაქაძემ დატოვა
- "ამ შაბათ-კვირას" დახურვის შემდეგ წამყვანებმა ევგენიძემ და შარვაშიძემ საზმაუ დატოვეს




