დღეს, 5 მარტს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის აგარაკების, მუხიანის IVა და IVბ მიკრორაიონების, სოფელი გლდანის (ნაწილობრივ) და გლდანის I მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
13:30 საათიდან 15:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება პეტრე ქავთარაძის (ნაწილობრივ) ქუჩის მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ბარბარეს უბნის და ქვემო მელითონეთა დასახლების (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, - აცხადებს თელასი.





