საზოგადოებრივი ტრანსპორტი

კალაძე: ყველა ვთანხმდებით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი კრიტიკას ვერ უძლებს

„წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, ჩვენთვის სატრანსპორტო პოლიტიკა მნიშვნელოვანია. პირველი, რაც ამ მიმართულებით დავიწყეთ, მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება, მეტროსადგურების რეაბილიტაციაა. დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში ავტობუსების ახალი მარშრუტები დავამატეთ, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ყველა ვთანხმდებით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი კრიტიკას ვერ უძლებს, რაც ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბიუჯეტში გამოვნახეთ შესაძლებლობები და წელს, დედაქალაქს 100 ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, ევროპული ტიპის ავტობუსი ეყოლება. ასევე, დავიწყეთ მუშაობა მეტროს განვითარების მიმართულებით. ეკონომიკის სამინისტროსთან და რკინიგზასთან ერთად, მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები ცნობილ კომპანია „შტადლერთან“ და ძალიან მალე, მივაღწევთ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, მეტროს ვაგონების წარმოება და აწყობა საქართველოში მოხდება.

თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს საქმიანობის 100 დღე შეაჯამა.

კომენტარები