თბილისის ქუჩები, რომლებსაც 2 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

newcastle.gov.za

2 მარტს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდას ასახელებს.

დიდუბის რაიონი

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას და ახმეტელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების და მეტრო „ღრმაღელის“ მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლებს. 

12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), სანზონის დასახლების და მეტრო „ღრმაღელის“ მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), კასპის, აწყურის, ივერიელის და ლეხ კაჩინსკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აფრიკის დასახლების და ჭიჭინაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება გორგასლის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლოტკინის სანერგე მეურნეობის, რეხის, ბეთაშვილის, კანდელაკის, ბარაკონის, დურმიშიძის, გაბისკირიას, ჯორჯაძის, ივერთუბნის და აგიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება დიდი დიღმის III მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები