გარემოს ეროვნული სააგენტო

როგორი ამინდი იქნება 1-2 მარტს - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 მარტის დღის მეორე ნახევრიდან 2 მარტის დღის მეორე ნახევრამდე მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი (ძირითადად დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში). ასევე, სინოპტიკოსები ვარაუდობენ დასავლეთის მიმართულების ძლიერ ქარს, მაღალმთიან ზონაში ქარბუქს, ხოლო ზღვაზე 4-5 ბალიან შტორმს. სააგენტოს ცნობით, ამინდის გაუარესების მიზეზი საქართველოს ტერიტორიაზე შავი ზღვის ჩრდილო - დასავლეთიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებაა.

28 თებერვალს კი, დასავლეთ საქართველოში დღის საათებში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია მცირე ნალექი და ნისლი. ბარში +12, +17 გრადუსამდე დათბება. 

თბილი და უმეტესად უნალექო ამინდს ვარაუდობენ დედაქალაქშიც. 28 თებერვალს თბილისში ჰაერის ტემპერატურა +14, +16 გრადუსამდე მოიმატებს.

კომენტარები