27 თებერვალს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს.
სამგორის რაიონი
11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის და ქინძმარაულის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, კახეთის გზატკეცილის, აეროპორტის დასახლების, სამგორის და ჭიჭინაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
10 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რობაქიძის გამზირის და დიღმის მასივის III კვარტლის მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, რიონჰესის, გიორგი სააკაძის, ჭიჭიკო ბენდელიანის, ჯავის, ზედაზენის, იმერეთის და სანაპიროს ქუჩების მაცხოვრებლებს.
14 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭილაიას და ჭყონდიდელის ქუჩების (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება მარაბდის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება კალისტრატე ცინცაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





