გზების დეპარტამენტი

26 თებერვალს, რიკოთის საავტომობილო გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის საავტომობილო გვირაბში ავტომატიზირებული სისტემის (SCADA) განახლება მიმდინარეობს.

ამის გამო, 2018 წლის 26 თებერვალს, ღამის 00:00 სთ-დან  დილის 07:00 სთ-მდე, გვირაბში იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა გადაირთვება რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე.

"ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე ორ სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა" - აღნიშნავს დეპარტამენტი.

კომენტარები