სირია

15 წლის ბიჭი აღმოსავლეთ ღუტაში არსებულ მდგომარეობას მსოფლიოს სელფებით აჩვენებს

Twitter

15 წლის მუჰამედ ნაჯემი სირიაში, ამბოხებულების მიერ კონტროლირებად აღმოსავლეთ ღუტაში ცხოვრობს, რომელსაც ასადის ძალები თითქმის ყოველდღიურად ბომბავენ.

მუჰამედი რეგიონში არსებულ მძიმე სიტუაციას სელფებში და ვიდეოებში ასახავს და მათ მსოფლიოს სოციალური ქსელების მეშვეობით უზიარებს.

"ვიცით, რომ მოგბეზრდათ ჩვენი სისხლიანი სურათები, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ ვედრებას ასადის, პუტინის და ხამენეისადმი, რომელთაც ჩვენი ბავშვობა მოკლეს. გვიხსენით სანამ ძალიან გვიანი არაა. რა არის მსოფლიო, რომელსაც შეუძლია მანქანები გაგზავნოს მარსზე და არაფერი შეუძლია ხალხის მკვლელობის შესაჩერებლად."

"რუსული და სირიული თვითმფრინავები ბომბავენ მშვიდობიან მოსახლეობას 90 საჰაერო დარტყმით, 50 შეეწირა, 250 დაშავდა, საცხოვრებელი ტერიტორია განადგურდა."

"ეს არის სურათები ჩემი სკოლიდან, სადაც ვსწავლობდი, რომელიც საბრძოლო თვითმფრინავებმა გაანადგურა. ღუტაში ბევრი სკოლაა რომელიც სრულიად განადგურდა და ახლა ბავშვები განათლების გარეშე არიან გაურკვეველი მიზეზების გამო. რატომ ანადგურებს ასადი ჩვენს სკოლებს." 

"მე ვარ ისეთი, როგორც ნებისმიერი ბავშვი ალ-ღუტაში. სკოლაში სიარულის ნაცვლად შეშას ვყიდულობ რომ დედაჩემმა საჭმელი გააკეთოს. იმედი მაქვს ომი დამთავრდება და სკოლაში დაბრუნებას შევძლებთ." 

"ჩემი მეგობრის სახლი მთლიანად განადგურდა. ის და მისი ოჯახი დაიხოცნენ ნანგრევებში დღეს, მას შემდეგ რაც რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა მათი სახლი დაბომბა. ჩვენ ერთად ვთამაშობდით და დღეს მან დაგვტოვა და დამტოვა მე მარტო, მის გარეშე."

 

"ასადის რეჟიმმა ძალადობრივი კამპანია დაიწყო ორი დღის წინ აღმოსავლეთ ღუტაში. რატომ აღარ აქვს ჩვენს სისხლს ფასი. საერთაშორისო საზოგადოება უმოქმედოდ იდგება და მოვლენებს თვალს ჩუმად მიადევნებს."

"ჩვენ გვინდა მესიჯი გავუგზავნოთ მსოფლიოს აღმოსავლეთ ღუტას ბავშვებისაგან
შვიდი წელი გავიდა და ბავშვებს ხოცავენ
შვიდი წელი გავიდა და ბავშვები მშობლებს კარგავენ ომის გამო
შვიდი წელი გავიდა და ბავშვები იხოცებიან ყოველ დღე."

კომენტარები