საპარტნიორო ფონდი

საგანელიძე: ჩემი ხელფასის 2/3 ქველმოქმედებაში მიდის

ხელფასი მაქვს 21 ათასი ლარი, საიდანაც ხელზე ვიღებ 16 ათას ლარს. ეს ყველაზე ნაკლებია, ფონდის დირექტორებს შორის.

რაში ვხარჯავ? დანიშვნის დღიდან, ჩემი ხელფასის ზუსტად 2/3 მიდის ქველმოქმედებაში. ორი წელზე მეტია, მე ვიღებ ზუსტად იმდენ ხელფასს, რამდენსაც თითოეული პარლამენტარი. დანარჩენი ჩემი ხელფასიდან მიდის სამედიცინო უნივერსიტეტში, რომელიც მე დავამთავრე, ხუთივე ფაკულტეტზე ყველაზე მაღალი სტიპენდიაა. საჯარო სკოლა, რომელიც მე დავამთავრე, იღებს ყოველთვიურად საკმაოდ დიდ თანხას საუკეთესო პედაგოგისა და მოსწავლისთვის. მუსიკალური სკოლა, რომელიც მე დავამთავრე, ყოველ თვე, ასევე ყველაზე მაღალ თანხას იღებს პედაგოგისა და მოსწავლისთვის. ონკოლოგიის ცენტრი, სადაც მე ვმუშაობ, ყოველ თვე, ბავშვთა განყოფილებას აქვს იმხელა თანხა, რომ აბსოლუტურად ყველაფრით არის აღჭურვილი. ამბროლაურისა და ონის ოთხი საუკეთესო მოსწავლე ყოველთვიურად ჩემგან იღებს სტიპენდიას. ივნისში დაღუპული ოჯახი, რომელსაც პატარა ბავშვები დარჩათ, დღემდე ჩემგან ღებულობს დახმარებას. ეს არის ის თანხა, რომელიც დათო საგანელიძემ ხელფასის სახით აიღო, დაიბეგრა და ის თანხა, რომელიც უნდა წაეღო სახლში, ამ თანხის ზუსტად 2/3 მიდის ამ მიზნით...

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” ანაზღაურებასთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხობს.

კომენტარები