ხვალ, 21 თებერვალს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. თელასი მიზეზად ქსელზე აბონენტების მიერთებას ასახელებს.
საბურთალოს რაიონი
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ნატბეურების დასახლების, ქოშიგორის დასახლების, სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივნის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, ყურაშვილის, მირიან მეფის, პეტრე იბერის, ვიქტორ ნოზაძის, გოდერძი ჩოხელის, გრიგოლ ფერაძის, ბერაძის და კვერნაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
13:30 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, კოსტავას და ბახტრიონის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის, აკაკი ბაქრაძის და ჩაჩავას ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
12 საათიდან 12:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების, მუხიანის აგარაკების, ქერჩის და ღების ქუჩების მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





