ინდონეზია

ინდონეზიაში გემიდან 1.6 ტონა კრისტალური მეტამფეტამინი ამოიღეს

Reuters

ინდონეზიაში კუნძულ ბატამიდან მომავალი გემიდან რეკორდული რაოდენობის, 1.6 ტონა კრისტალური მეტამფეტამინი ამოიღეს.

თვის დასაწყისში ამავე კუნძულიდან მომავალი 1 ტონა მეტამფეტამინი ამოიღეს.

ოფიციალური პირების განცხადებით მათ ჰქონდათ ინფორმაცია ჩინეთის და ტაილანდის წარმომადგენლებისაგან, რომ ნარკოტიკები მიანმარიდან მოდიოდა.

ინდონეზიას ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ნარკოპოლიტიკა აქვს და ნარკო-ტრეფიკინგი სიკვდილითაც ისჯება.

კომენტარები