სირია

დამასკოს გარეუბანში ასადის რეჟიმის თავდასხმას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

EPA

ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის ძალების მიერ დამასკოს გარეთ, ამბოხებულების მიერ კონტროლირებად აღმოსავლეთ ღუტას ტერიტორიაზე საჰაერო დარტმებს, გავრცელებული ცნობით, 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მათ შორის 20 ბავშვი. დაშავდა 470-მდე ადამიანი.

ეს ტერიტორია 2013 წლიდან ალყაშია. რეგიონში მცხოვრებმა 400,000-მდე ადამიანმა ჰუმანიტარული დახმარება ბოლო სამი თვის მანძილზე მხოლოდ ერთხელ მიიღო. თავდასხმის სამიზნეებს საცხობები, საკვების საწყობები, სამედიცინო დაწესებულებები და ის გზები წარმოადგენდა, რომლითაც რეგიონს ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდება.

უკანასკნელი თვეების მანძილზე ასადის რეჟიმის ძალებმა ტერიტორიაზე ავიადარტყმები გააძლიერეს. გაერომ სირიის მთავრობას დაბომბვის შეწყვეტისაკენ მოუწოდა.

კომენტარები