ხვალ, 20 თებერვალს, თბილისის ნაწილს ელეტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს.
სამგორის რაიონი
11 საათიდან 15:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების, ჯავახეთის, ხომლელის და კალოუბნის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი ზემო პლატოს II მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
14 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, წმინდა ბარბარეს, ქინძმარაულის და ნაკადულის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის და ბოჭორიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლაზოს ქუჩის მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მაზმიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას ქუჩის მაცხოვრებლებს.
12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





