ვითარება საავტომობილო გზებზე

ფარავნის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გზების დეპარტამენტი

ფარავნის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიზეზი თოვა, ძლიერი ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობაა.

"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 ფარავნის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება" - აღნიშნავს გზების დეპარტამენტი.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

კომენტარები