ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი 62: 3-ჯერ უფრო მეტი დოლარი აქვს, ვიდრე წამები, რომლებიც იცხოვრა

DARO SULAKAURI / agenda.ge

საქართველოს ექსპრემიერი და უმდიდრესი მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი 18 თებერვალს 62 წლის გახდა. 

რამდენი გექნებათ ცხოვრების თითოეულ წამზე რომ $1 მოგცენ? - ივანიშვილი ამაზე მდიდარია.

ივანიშვილი დღეს 1,956,531,024 წამის გახდა, მისი ქონება კი $5,800,000,000-ს შეადგენს, ლარებში 14,291,780,000 (დღევანდელი კურსით).

უახლოეს მომავალში ივანიშვილი კიდევ $130,000,000-ით გამდიდრდება. ჟენევის სასამართლომ ივანიშვილის ქონების გაფლანგვისთვის მის ყოფილ პირად ბანკირს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. საქმეზე ივანიშვილი ზარალის კომპენსაციის სახით $130,000,000-ს მიიღებს.

Bloomberg-ის მონაცემებით, ივანიშვილის ქონება მაქსიმალური 2013 წელს იყო და ის $6,400,000,000-ს შეადგენდა.

კომენტარები