თბილისის ანძა

თბილისის ანძა ჩინურ ახალ წელთან დაკავშირებით წითლად განათდა

facebook.com/CityHallofTbilis

თბილისის ანძა ჩინურ ახალ წელთან დაკავშირებით წითლად განათდა. თბილისის მერიის განცხადებით, ჩინურ ანუ მთვარის ახალ წელს მერია წელს პირველად შეუერთდა.

"დღესასწაული, რომელიც გაზაფხულის ფესტივალის სახელით არის ცნობილი, 16 თებერვლიდან 2 მარტამდე აღინიშნება.

დედაქალაქის მერია ჩინელ ხალხს, მათ შორის, საქართველოში მცხოვრებ ჩინელებს დღესასწაულს ულოცავს,"- წერია თბილისის მერიის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.

კომენტარები