თბილისის ანძა

თბილისის ანძა ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა

თბილისის მერია

ევროპის დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძა ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა. 

"ერთად უფრო ძლიერები ვართ!" - თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ მოწოდებით საქართველო მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და პანდემიასთან ბრძოლაში სოლიდარობის აუცილებლობას უსვამს ხაზს. 

თბილისის მერიის ცნობით, ანძასთან ერთად ევროკავშირის დროშის ფერებში მშვიდობის ხიდიც განათდება. 

მანამდე, სიმბოლურად, თბილისის ანძა გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, თურქეთის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და აზერბაიჯანის დროშების ფერებში განათდა.

კომენტარები