განათლება

80 წლის ესპანელი Erasmus-ის პროგრამით იტალიაში ისწავლის

elpais.com

80 წლის ესპანელი მიგელ კასტილო, რომელიც უნივერსიტეტში ისტორიას ეუფლება, მომავალ კვირას Erasmus-ის გაცვლითი პროგრამით, იტალიის ქალაქ ვერონაში გაემგზავრება.

როგორც კასტილო ამბობს, მას ბევრი არ უყოყმანია, როდესაც შანსი მიეცა მას ევროპის სხვა უნივერსიტეტში ესწავლა.

"მე ყოველთვის მაინტერესებდა ისტორია, განსაკუთრებით კი თანამედროვე ისტორია. შევეცდები ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვიყენო ,"- თქვა მან.

კასტილომ ასევე აღნიშნა, რომ მოენატრება მისი ოჯახი, შვილიშვილები, თუმცა მისი მეუღლე მის გვერდით იქნება და გაამხნევებს.

"ჩემი ცოლი ჩემთან ერთად იქნება და ერთად ვიცხოვრებთ, თუმცა სკოლის pajama party-ზე დასწრება ცოტა უცნაური იქნება ჩვენთვის,"- თქვა 80 წლის სტუდენტმა.

კასტილო 1937 წელს, ვალენსიის ქალაქ ლირიაში, ფერმერთა ოჯახში დაიბადა. იგი ყოველ დილით მატარებელით ვალენსიაში ჩადიოდა, რათა სკოლის გაკვეთილებს დასწრებოდა. სკოლაში კარგი სწავლითა და მაღალი ქულებით გამოირჩეოდა.შემდეგ მან გადაწყვიტა სამართალი შეესწავლა, თუმცა არ გაუმართლა და გამოცდებში ჩაიჭრა. მან ერთი წელი ფერმაში მამასთან გაატარა და გააცნობიერა, რომ ფერმერობა ბევრად უფრო რთული იყო ვიდრე სწავლა. ამიტომ კასტილომ კიდევ ერთხელ ჩაალაგა ბარგი და ბარსელონაში გადავიდა, რათა კიდევ ერთხელ ეცადა ბედი.

კომენტარები