თბილისში ხუდადოვის ქუჩაზე ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ცეცხლი სახლს გაუჩნდა. ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია და ადგილზე 10 სახანძრო ბრიგადა მუშაობს.
შსს-ში ტაბულას უთხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანება-განადგურებას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.





