ხვალ, 16 თებერვალს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს.
სამგორის რაიონი
14 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, ქინძმარაულის II ქუჩის, ნავთლუღის II დასახლების III ,IV, V, VI ქუჩების და გრიგოლ ლორთქიფნიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვერეს აღმართის, ქიაჩელის და ახვლედიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
13:30 საათიდან 15:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ახალდაბის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ) და აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის და ბროლოსანის ქუჩის მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის, ბუდაპეშტის და ონიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტაშკენტის, ბუდაპეშტის და კანდელაკის ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მანჯგალაძის, ვაჩნაძის და პუშკინის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის I მიკრორიონის, სოფელი გლდანის (ნაწილობრივ) და ნოზაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვეკუას და ვასაძის (ავჭალა) ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
15 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აწყურის, დოესის, კასპის, ნოსირის, ლეხ კაჩინსკის და წინანდლის ქუჩების მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





