Stadler

STADLER-ი საქართველოში ვაგონმშენებელი ქარხნის აშენებას გეგმავს

საქართველოს რკინიგზა

შვეიცარიული კომპანია Stadler Rail საქართველოში ვაგნომშენებელი ქარხნის აშენებას გეგმავს. ინიციატივის შესახებ კანცელარიაში პრემიერსა და Stadler -ის პრეზიდენტ პიტერ შპულერს შორის შეხვედრა გაიმართა. 

ახალი ქარხანა მოძრავი შემადგენლობებით როგორც საქართველოს რკინიგზასა და თბილისის მეტროს უზრუნველყოფს. მშენებლობისთვის დედაქალაქის გარეუბნებში 3 შესაძლო ადგილი განიხილება.

Stadler მატარებლების ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი ევროპული კომპანიაა. მას აქვს ქარხნები გერმანიაში, იტალიაში, ჩეხეთში, შვეიცარიაში, პოლონეთში, ნიდერლანდებში, ბელორუსსა და უნგრეთში. კომპანიას 7 ათასზე მეტი დასაქმებული ჰყავს. 

საქართველოს რკინიგზამ ახალი მატარებლები სწორედ Stadler-ისგან შეიძინა.

Stadler-ის აქტივების ღირებულება $2.3 მილიარდ დოლარს აღემატება. კომპანია 1942 წელს დაარსდა.

კომენტარები