15 თებერვალს, თბილისის ექვს რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

Creative commons

ხვალ, 15 თებერვალს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს.

სამგორის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების და შანშიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

14 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აფრიკის დასახლების, ჭიჭინაძის, ცისკარიშვილის, გუმათჰესის, ქიზიყის, პოლიციის და ენუქიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პოლიტკოვსკაიას ქუჩის მაცხოვრებლებს.

13:30 საათიდან 15:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორიონის და ნოზაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შეშელიძის, ხიზანიშვილის და ხევძმარის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბელიაშვილის და ახმეტელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შატბერაშვილის, მცხეთის, კლდიაშვილის, მარუხის გმირთა და რადიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიუმას, ცინცაძის, კოტე აფხაზის და პუშკინის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები