სომხეთი

სომხეთის მერიაში დეპუტატი ქალის ცემის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო

news.am

13 თებერვალს ერევნის მერიაში გამართულ უხუცესთა საბჭოს სხდომაზე ქალი დეპუტატისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე სომხეთის პოლიციამ გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური სააგენტო NEWS.am ავრცელებს. 

ოპოზიციური პარტიის "გარგრის ქვეყნის" წარმომადგენელმა ზარუი პოსტანჯიანმა განცხადებით მიმართა ქვეყნის მთავარ პროკურორს არტურ დავტიანს, პოლიციის ხელმძღვანელს ვლადიმირ გასპარიანსა და ომბუდსმენს არმან ტატოიანს. 

პარტია "გარგრის ქვეყნის" წევრებმა სამშაბათს გამართულ სხდომაზე კონტეინერებით საკანალიზაციო წყალი მიიტანეს, რომლის გამოც, მათი თქმით, ერევნის რაიონ ნუბარაშენში აუტანელი სუნი დგას.

ფრაქციის წევრმა, მარინა ხაჩატრიანმა, სცადა აღნიშნული კონტეინერი ერევნის მერისთვის, ტარონ მარკარიანისთვის გადაეცა, მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა კი ამაში ხელი შეუშალეს. შედეგად, წყალი დაიღვარა მერის მაგიდასთან, რის გამოც, მას ადგილის დატოვება მოუხდა და შესვენება გამოცხადდა.

ამის შემდეგ სომხეთის რესპუბლიკური პარტიის წევრებმა "გარგრის ქვეყნის" წარმომადგენლებს შეურაცხყოფა მიაყენეს. მარინა ხაჩატრიანს ოპონენტმა დეპუტატებმა რამდენჯერმე დაარტყეს.

კომენტარები