გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14 თებერვალს საქართველოს ცალკეულ რაიონში მცირე ნალექი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში +10, +15 გრადუსი იქნება.
15 თებერვალს კი, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ცალკეულ რაიონებში შესაძლებელია მცირე ნალექი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ბარში დღისით +8, +13 გრადუსის ფარგლებში იქნება.





