ხვალ, 14 თებერვალს, თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. თელასი მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს.
სამგორის რაიონი
14 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის VII მიკრორაიონის, იპოლიტოვ-ივანოვის, ქერჩის და გმირ კურსანტთა ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის და ბროწეულის ქუჩის მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 15:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ჩიხის და კრწანისის ქუჩის მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება"- აცხადებს თელასი.





