ე.წ ციანიდის საქმე

დეკანოზ მამალაძის ადვოკატი: სასამართლო არის დანაშაულის "გამპრავებელი"

presa.ge

"დღეს სასამართლომ წაახალისა დანაშაული", - ასე დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, გიორგი ფაცულაიამ სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება შეაფასა. სასამართლომ მამალაძის 9 წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა. 

ფანცულაიას თქმით, ეს მინიშნებაა სახელმწიფო უწყებებისთვის, რომ მათ შეუძლიათ ნებისმიერი საქმე "შეკერონ" და სასამართლო ყველაფერს "გააპრავებს". 

"სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით მიანიშნა სახელმწიფო უწყებებს, თქვენ ჩაიდინეთ ნებისმიერი სახის დანაშაული, ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ თითოეული თქვენ მიერ ჩადენილი დანაშაული "გავაპრავოთ". შესაბამისად ეს არის წახალისება მომავალი დანაშაულებისა, ვინც ასეთ სცენარს დადგამს სხვა საქმეებზე

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ მურმან ისაევის, ნათია ბარბაქაძის და მანუჩარ კაპანაძის შემადგენლობით დღეს გამოიტანა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მას ბრალდება - ანგარებით მკვლელობის მომზადება გადაუკვალიფიცირადა დამნაშავედ განზრახ მკვლელობის მომზადებაში ცნო. ამასთან, დამამძიმებელი გარემოება მოუხსნა. ბესიკ ბუგიანიშვილმა მამალაძის დანაშაულის მოტივად ანგარების ნაცვლად, შურისძიება დაასახელა.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. გამოძიების მტკიცებით, მამალაძე თეთრუაშვილის ციანიდით მოწამვლას ცდილობდა და ამას ანგარებით აკეთებდა.

და მათ ამის შემდეგ კიდევ უფრო გაუჩნდებათ ასეთი სცენარის დადგმის სურვილი, მათ ექნებათ დაუსჯელობის სინდრომი, რომ ვისაც ჩაუდებენ, ვისაც საქმეს შეუკერავენ და ვისაც ასეთი შეკერილი საქმით წარუდგენენ ბრალს, ყველა მოქმედება იქნება "გაპრავებული". დღეს სასამართლო არის "გამპრავებელი", დანაშაულის წამხალისებელი", - ამბობს ფანცულაია. 

კომენტარები