13 თებერვალს, თბილისის ოთხი რაიონის მოსახლეობა ელექტროენერგიას შეზღუდვით მიიღებს

Reuters

ხვალ, 13 თებერვალს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს.

სამგორის რაიონი

14 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II და IIIა მიკრორაიონების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

13 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, კუტუზოვის, ცინცაძის და გამრეკელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

15:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ბახტრიონის (ნაწილობრივ) და კოსტავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ჩიხის და კრწანისის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსაშვილის და ფალიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები