ეკლესია და სახელმწიფო

კობახიძე: ქართველი ერი არ შეურიგდება სარწმუნოების დათმობას, ეს ილია II-მ დაამტკიცა

უწმინდესისა და უნეტარესის  ღვაწლისა და დამსახურებების შესახებ, უამრავი რამ შეიძლება ითქვას და ეს კარგად იცის არა მხოლოდ ქართველმა ხალხმა, არამედ მთელმა ქრისტიანულმა სამყარომ. უწმინდესისა და უნეტარესის ცხოვრებითა და მოღვაწეობით, მან დაამტკიცა, რომ ქართველი ერი არასდროს შეურიგდება მისთვის ყველაზე ძვირფასის - სარწმუნოების დათმობას. უწმინდესმა დაამტკიცა, რომ ბრძოლა ყველაზე წმინდა, მამულიშვილური მიზნისთვის, ყოველთვის გამარჯვებით მთავრდება. მინდა, ამისთვის, როგორც ქართველმა და მართლმადიდებელმა ქრისტიანმა, ქედი მოვიხარო უწმინდესისა და უნეტარესის წინაშე.

კომენტარები