ეკლესია და სახელმწიფო

პრემიერი: განათლების სისტემას და ეკლესიას შორის კავშირის გაძლიერება ჩვენი ამოცანაა

ინსტიტუციურად, რა თქმა უნდა, ეკლესია და ხელისუფლება არის ცალ-ცალკე ინსტიტუციები, მაგრამ მსოფლმხედველობრივად, შეუძლებელია და არც არავინ უნდა მოისურვოს ამ კავშირის გაწყვეტა, რომელმა კავშირმაც ჩვენი ქვეყანა შემოგვინახა. სწორედ ამ კავშირის განვითარება და გაძლიერება უნდა ვისურვოთ ყველამ. ეს კავშირი, რა თქმა უნდა, არის საგანმანათლებლო სისტემასა და ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის და ამ კავშირის გააძლიერება არის ჩვენი ამოცანა, რა თქმა უნდა, სწორი ფორმით და სწორი თანამშრომლობით

ასე გამოეხმაურა პრემიერმინისტრი კვირიკაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებას, რომ "სკოლაში უნდა იყოს რელიგიის ისტორია, სულიერების საკითხები"

კომენტარები