აფგან მუხთარლი

აფგან მუხთარლის ადვოკატი მთავარ პროკურორს სპეციალური განცხადებით მიმართავს

Leyla Mustafayeva

​აფგან მუხთარლის​​ ადვოკატი მთვარ პროკურატურას სპეციალური განცხადებით მიმართავს. არჩილ ჩოფიკაშვილს რამდენიმე მოთხოვნა აქვს: 

  1. გამოძიებამ უზრუნველყოს გადაცემა "პოსტკრიპტუმიდანაფგან მუხთარლის ინტერვიუს ამოღება და სისხლის სამართლის საქმეზე დართვა;
  2. გადაეცეს ადვოკატს საქმის მასალების ქსეროასლები სრულად, საქმის სრულყოფილად გაცნობის და დაცვის უფლების განხორციელების მიზნით.
  3. შემდგომი გამოძიება წარიმართოს სისხლის სამართლის კოდექსის 143.1.2.3.4-ე (ტრეფიკინგის) და 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) მუხლებით გათვალისწინებული კვალიფიკაციით (მუხთარლის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე, თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს). 
  4. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების თანდასწრებით უზრუნველყოფილი იქნეს საქართველოს მთავარ პროკურორთან შეხვედრა. 

აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან მუხთარლიმ, რომელიც გასულ კვირას ციხიდან 2 დღით, ოჯახის დაღუპული წევრების ორმოცზე დასასწრებად გაათავისუფლეს, რუსთავი 2-თან თქვა, რომ საქართველოდან მისი გატაცების უფლება კვირიკაშვილმა მისცა და ეს ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმაც იცოდა. 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც 2 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა და მუშაობდა, 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა. მეორე დღეს გაირკვა, რომ ის ბაქოში დაკავებული ჰყავდათ. თუმცა მისი პასპორტი თბილისში მის ცოლს ჰქონდა. მოგვიანებით ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ის თბილისიდან კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს.

აფგან მუხთარლის ბაქოს სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა 12 იანვარს მიუსაჯა. ჟურნალისტს ბრალად სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, საზღვრის უკანონო კვეთა და კონტრაბანდის გადატანა ედება.

კომენტარები