კიბერ-თავდასხმა

ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე კიბერ-თავდასხმა განხორციელდა

Getty Images

სამხრეთ კორეის ზამთრის ოლიმპიადის ორგანიზატორების განცხადებით ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის დროს კიბერ-თავდასხმა განხორციელდა.

გახსნის ცერემონიამდე ოლიმპიური თამაშების ვებ-გვერდმა მუშაობა შეწყვიტა და მომხმარებლებს ინფორმაციის მიღების და ბილეთების დაბეჭდვის საშუალება აღარ ჰქონდათ. ვებ-გვერდზე პრობლემის აღმოფხვრა მხოლოდ 12 საათის შემდეგ მოხერხდა.

პიონჩანგის ოლიმპიურ სტადიონზე გაითიშა Wifi, ხოლო მთავარ პრეს-ცენტრში ტელევიზორები და ინტერნეტი.

მათ არ დაუდასტურებიათ გავრცელებული ვარაუდები იმის შესახებ, რომ თავდასხმის უკან რუსეთი იდგა. ამ ვარაუდების მიხედვით რუსეთმა კიბერ-თავდასხმა ოლიმპიური კომიტეტის მიერ თამაშებზე რუსეთის ნაკრების დაბლოკვის გამო განახორციელა.

შეგახსენებთ, რომ რუსული ოლიმპიური ნაკრების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 2017 წლის დეკემბერში მიიღო. მიზეზი დოპინგის მოხმარება გახდა, რუსეთს ასევე ბრალი დასდეს 2011-2015 წლებში დოპინგის სისტემის დაფინასნებაში.

ეს სრული აკრძალვა არ ყოფილა. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ამ გადაწყვეტილების შემდეგ დოპინგ-ტესტი 169 სპორტსმენმა გაიარა და მათ 2018 წლის ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება მისცეს, თუმცა ისინი არ იქნებიან რუსეთის წარმომადგენლები, არ გამოიყენებენ რუსეთის დროშას და მათი გამარჯვების შემთხვევაში არც რუსეთის ჰიმნი გაჟღერდება. 

კომენტარები