კობახიძე მუხთარლიზე: ეს განცხადებები ძალიან სამწუხაროა და გარკვეულ ეჭვებს ბადებს

ეს განცხადებები არის ძალიან სამწუხარო და სამწუხაროდ, ეს განცხადებები გარკვეულ ეჭვებს ბადებს. უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. პარლამენტი ახორციელებს თავის საზედამხედველო ფუნქციებს ამ მიმართულებით. ჩვენ ველოდებით გამოძიების შედეგებს და გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ამ საქმეს მოეფინება საბოლოოდ ნათელი. რაც შეეხება ჩვენ ამერიკელ მეგობრებს, ერთ-ერთ შეხვედრაზე გვქონდა საუბარი მუხთარლის საქმეზე. ჩვენ საქმის კურსში ჩავაყენეთ ადმინისტრაციის წარმომადგენლები იმის თაობაზე, თუ როგორ მიმდინარეობს საქმის გამოძიება, როგორ არის ამ ყველაფერში ჩართული პარლამენტი და ჩვენ იქაც გამოვთქვით იმედი, რომ საბოლოო ჯამში ეს გამოძიება წარმატებით დასრულდება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აფგან მუხთარლის განცხადებას ეხმაურება. ჟურნალისტის განცხადებით, კრიმინალურ პოლიციას მისი გატაცების უფლება პრემიერმინისტრმა კვირიკაშვილმა მისცა და ამის შესახებ იცოდა ექსპრემიერმა ივანიშვილმაც.

კომენტარები